ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შეხვედრა გამართა კომპანიებსა და კერძო პირებთან, რომლებიც გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსებს, საოჯახო სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. სააგენტო აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს.

სააგენტოს უფროსმა, დავით გიგინეიშვილმა დამსწრეებს სამშენებლო რეგულაციები გააცნო.

​ღონისძიებაზე ასევე, იმსჯელეს პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე. საინფორმაციო შეხვედრას ასზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების, მსხვილი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და ინდივიდუალური მეწარმეები.