თეონა აქუბარდია - გუბაზ სანიკიძე თავის განცხადებას, იმედია, განმარტავს, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა პოლიციელს, ვინც ძალის გადამეტებასთან დაკავშირებული არ არის
თეონა აქუბარდია - გუბაზ სანიკიძე თავის განცხადებას, იმედია, განმარტავს, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა პოლიციელს, ვინც ძალის გადამეტებასთან დაკავშირებული არ არის

გუბაზ სანიკიძე, იმედია, განმარტავს იმ ​გადამლაშებას, რაც განცხადებაში მოუვიდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა იმ პოლიციელს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ვინც ძალის გადამეტებაში არის მხილებული, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილს, რომლის სახელითაც კონკრეტული პოლიციელების ჯგუფი ხალხს სცემს.

„ბატონ გუბაზს განცხადებაში ცოტა გადამლაშება რაც მოუვიდა, იმედი მაქვს, რომ თავად განმარტავს. მე ნამდვილად მომხრე ვარ, რომ ხარებამ, რომლის სახელითაც კონკრეტული პოლიციელების ჯგუფი სცემს ხალხს, პასუხი აგოს, ისევე როგორც ყველა იმ მოღალატე პოლიციელმა, რომელმაც, ძალის გადამეტების შემთხვევაში, კანონის წინაშე შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მაგრამ ის, რომ მასობრივად გავრცელდეს ყველა პოლიციელზე, რომელიც არ არის დაკავშირებული მსგავს შემთხვევებთან, ბუნებრივია, ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებ. მიუხედავად იმ მავნე პრაქტიკისა, რომელიც 30 წელია, არსებობს, როდესაც ხელისუფლებები იცვლება და უამრავი საჯარო მოხელე პოლიტიკური ნიშნით ტოვებს სამსახურს, ამ პრაქტიკის დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს. პოლიტიკური განწყობების მიუხედავად, საჯარო მოხელეების გარანტიები უნდა იყოს დაცული, გარანტიები, რომლებიც კანონით არსებობს, თუმცა პოლიტიკა ხშირად უპირისპირდება“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“.