თეონა აქუბარდია - ერთიან სიაზე  პოზიციები მკვეთრად განსხვავებულია, ამიტომ საზოგადოებრივი განწყობების მაჩვენებელი კვლევები არის მთავარი შესაძლებლობაა, გაირკვეს, რა კონფიგურაცია უნდა მოხდეს
თეონა აქუბარდია - ერთიან სიაზე პოზიციები მკვეთრად განსხვავებულია, ამიტომ საზოგადოებრივი განწყობების მაჩვენებელი კვლევები არის მთავარი შესაძლებლობაა, გაირკვეს, რა კონფიგურაცია უნდა მოხდეს

არანაირი ნომერი, არანაირი ნეიტრალური სია არ არსებობს. ეს პროცესი არ მიმდინარეობს, რადგან ერთიან სიასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთიან სიაზე საუბრების მიუხედავად, ამას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იზიარებენ.

„სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები საუბრობენ არა ერთ, არამედ რამდენიმე ალტერნატიულ ცენტრზე. ამიტომ საზოგადოებრივი განწყობების მაჩვენებელი კვლევები, რომელიც მალე იქნება, მთავარი შესაძლებლობაა, გაირკვეს, რა კონფიგურაცია უნდა მოხდეს. პრეზიდენტი რომ არც სიაში იქნება და არც სიების დაკომპლექტებაზე მუშაობს, ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, მათ შორის, ერთობლივი ქარტიის ხელმოწერის დროს. პრეზიდენტი უხელმძღვანელებს იმ პროდასავლურ ფლანგს, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში ევროპული მომავლის დაცვისთვის, იმ საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. არანაირი ნომერი, არანაირი ნეიტრალური სია არ არსებობს. არ მიმდინარეობს ეს პროცესი, რადგან ერთიან სიასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია. მეც ვარ იმათ რიგებში, ვინც თვლის, რომ ერთიანი სია, თუნდაც ნეიტრალური, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, არ არის იმის წინაპირობა, ყველა ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნების დღეს, რომლებიც პროდასავლურად და ოპოზიციურად განწყობილები არიან“, – განაცხადა აქუბარდიამ.