სერბეთის ნაკრებს 29 ივნისს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი ლეგიონერი ვერ დაეხმარება.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში სერბებს გამოაკლდათ “კლიპერსის” გამთამაშებელი მილოშ ტეოდოშიჩი და “მინესოტას” ფორვარდი ნემანია ბიელიცა, – ინფორმაციას Eurohoops-ი ავრცელებს.
ტეოდოშიჩი ტრავმის მკურნალობას აგრძელებს, ბიელიცამ კი ახალი კონტრაქტის საკითხი ვერ მოაგვარა.
ასე რომ, სერბეთის ნაკრებმა კიდევ ორი წამყვანი კალათბურთელი დაკარგა.
შეგახსენებთ, ზაფხულის მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარებიან “დენვერის” ცენტრი ნიკოლა იოკიჩი და “საკრამენტოს” მცველი ბოგდან ბოგდანოვიჩი.