მილოშ ტეოდოშიჩს „კლიპერსიდან“ გაუშვებენ
მილოშ ტეოდოშიჩს „კლიპერსიდან“ გაუშვებენ

“ლოს ანჯელეს კლიპერსის” გამთამაშებელი მილოშ ტეოდოშიჩი არ შედის კალიფორნიული კლუბის გეგმებში 2018-2019 წლების სეზონისთვის. კლუბი არ აპირებს სერბის შენარჩუნებას ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას. მიუხედავად იმისა, რომ ტეოდოშიჩს კონტრაქტის გაგრძელების პუნქტი გააჩნია, “კლიპერსი” მცველს კონმპენსაციას გადაუხდის ხელშეკრულების გაწყვეტისთვის.

როგორც ESPN წერს, დიდი ალბათობით, ტეოდოშიჩი ევროპაში დაბრუნდება, თუ იქიდან ხელსაყრელ წინადადებას მიიღებს. 30 წლის სერბი გასულ სეზონში საშუალოდ 9.5 ქულასა და 4.6 შედეგიან გადაცემას ასრულებდა, ამასთან, რეგულარული სეზონის 37 მატჩი გამოტოვა.

სწორედ ხშირი ტრავმიანობააკლიპერსის” გადაწყვეტილების მიზეზი და სავარაუდოდ, ეს ფაქტორი ხელს შეუშლის ტეოდოშიჩსიპოვნოს ახალი კლუბი NBA-ში.