ქუთაისის „ტორპედომ“, რომელიც სეზონისთვის თურქეთში ემზადება, კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელთან გააფორმა.
უკრაინის პრემიერლიგის „ოლექსანდრიასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა თენგიზ წიქარიძე ოფიციალურად დაიმატა.
22 წლის ფეხბურთელი გორის „დილას“ გაზრდილია. წიქარიძე შემტევი ნახევარმცველია და „ტორპედოს“ ღირსებას 20-ნომრიანი მაისურით დაიცავს. ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, ახალგაზრდა ნახევარმცველმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტი ორი წლით გააფორმა.