„ტორპედოს“ კიდევ ერთი ლიდერი ტოვებს - გიგაური „გაბალაში“ გადადის
„ტორპედოს“ კიდევ ერთი ლიდერი ტოვებს - გიგაური „გაბალაში“ გადადის

მერაბ გიგაური კარიერას გააგრძელებს. ქუთაისის „ტორპედოს” 26 წლის ნახევარმცველის ახალი კლუბი აზერბაიჯანული „გაბალა“ იქნება.

საქართველოს პირველი არხის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ქუთაისელთა საყრდენ ნახევარმცველს „გაბალასთან“ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ საკითხი გადაწყვეტილია, კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია და გიგაური „ტორპედოს“ მალე დატოვებს.

26 წლის ფეხბურთელი აზერბაიჯანში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსთან” შეხვედრის შემდეგ გაემგზავრება, რომელიც 25 ივნისს ბათუმში გაიმართება.

„გაბალაში“ გიგაურს ბავშვობის მეგობარი, „საბურთალოს“ ყოფილი თავდამსხმელი დავით ვოლკოვი დახვდება, რომელიც კლუბში ზამთარში ჩაირიცხა.