„ტორპედო“ ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედალოსანია
„ტორპედო“ ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედალოსანია

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 35-ე ტურში ბოლნისის „სიონმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა, რამაც ქუთაისელებს ბრინჯაოს მედლები მოუტანა.

„მიხეილ მესხი 2“ -ზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე, ქუთაისელთა თავდამსხმელმა მილოშ ლაჩნიმ გახსნა. 65-ე წუთზე მისი აქტიურობით თენგიზ წიქარიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ დააფიქსირა – 0:3.

ქუთაისის „ტორპედომ“ 66 ქულა დააგროვა. საჩხერეს „ჩიხურას“ (60) თეორიული შანსი გაააჩნია, ქუთაისელებს ქულებით დაეწიოს. მაგრამ ურთიერთშეხვედრებით უპირატესობა ჩხეტიანის გუნდს გააჩნია და მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები განაღდებული აქვს.

ამგვარად, ცნობილი გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო სამეული: ჩემპიონი „საბურთალოა“, ვიცე-ჩემპიონი – „დინამო“, ხოლო მესამეადგილოსანი – „ტორპედო“.