„ტორპედოდან“ წასული წიქარიძე შესაძლოა, „ლოკომოტივში“ ჩაირიცხოს
„ტორპედოდან“ წასული წიქარიძე შესაძლოა, „ლოკომოტივში“ ჩაირიცხოს

ქუთაისის „ტორპედო“ თენგიზ წიქარიძემაც დატოვა. 23 წლის ნახევარმცველი მეცხრე ფეხბურთელია, რომელიც ბოლო ორ კვირაში გუნდს დაემშვიდობა.

23 წლის ნახევარმცველი ქუთაისის „ტორპედოში“ 2018 წლიდან თამაშობს და 38 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი გუნდს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით დაემშვიდობა.

„ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მეთამაშა და დამეცვა ისეთ კლუბის ღირსება, როგორიც ქუთაისის „ტორპედოა“. ეს იყო ძალიან ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები ჩემს ცხოვრებაში. უპირველესად, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივარს, მათ გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი. მინდა, ასევე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კახა ჩხეტიანსა და ქუთაისელთა მთლიანად სამწვრთნელო შტაბს. ბოლოს ძალიან დიდი მადლობა ფეხბურთელებს, ბიჭებს, რომლებმაც დაწერეს ისტორია, მე ვარ ბედნიერი და ამაყი, თქვენს გვერდით რომ ვითამაშე და მცირედი წვლილი შევიტანე ამ დიდ წარმატებებში. დიდი წარმატება მინდა ვუსურვო ამ ისტორიულ და გამორჩეულ კლუბს, რომელიც თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვის!“ – წერს თენგიზ წიქარიძე.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დიდია ალბათობა, 23 წლის ნახევარმცველი თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდეს.