„ლოკომოტივმა“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა
„ლოკომოტივმა“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა

თბილისის „ლოკომოტივმა“ ვიცე-ჩემპიონ თბილისის „დინამოსთან” მოგების შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედოც“ დაამარცხა.

გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ შანსით მხოლოდ მასპინძლებმა ისარგებლეს: 72-ე წუთზე, გიორგი გაბაძემ ფლანგური გადაცემა ლუკა კიკაბიძემ ლამაზი თავური დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოოდ, „ლოკომოტივს“ სამი ქულა მოუტანა – 1:0.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივმა“ მხოლოდ სამი მატჩი მოიგეს და სამივე ლიდერებთან. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდს 11 ქულა დაუგროვდა, „სამტრედია“ და „სიონი“ უკან ჩამოიტოვა და მე-8 ადგილზე დაწინაურდა.