„ტორპედომ“ პირველი ტრანსფერი დაადასტურა - ნახევარმცველი ჰლინკა სლოვაკეთიდან
„ტორპედომ“ პირველი ტრანსფერი დაადასტურა - ნახევარმცველი ჰლინკა სლოვაკეთიდან

ქუთაისის „ტორპედომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე პირველი შენაძენი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდში სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰლინკა ჩაირიცხა.

27 წლის სლოვაკ ფეხბურთელს უთამაშია „ბანსკა ბისტრიცაში“ (სლოვაკეთი), „პოდბრეზოვაში“ (სლოვაკეთი), პრაღის „დუკლაში“ (ჩეხეთი), ტრნავისსპარტაკსა“ (სლოვაკეთი) და „სკალიცაში“ (სლოვაკეთი) უთამაშია, 2016 წლიდან კი ჩეხეთის უმაღლესი ლიგის ოსტრავისბანიკშიგამოდიოდ და მისი ფორმით 26 მატჩი ჩაატარა (25 სასტარტო შემადგენლობაში, 2 გოლი).

ჰლინკამ, რომელიც სლოვაკეთის 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, „ტორპედოსთან“ 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის ღირსებას 2019 წლის ბოლომდე დაიცავს.