თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.
ეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მე-13 შემთხვევაა.
„50 პაციენტი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში. მომართვიანობა გაიზარდა იმის გამო, რომ გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ყველა, ვინც დადასტურებულ შემთხვევებთან იყო კონტაქტში თვლის საჭიროდ, რომ თავი შეიმოწმოს. ახლა შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული და არ იყო მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამასთან, კორონავირუსის შემდეგი შემთხვევები იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.