თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში 500 ფლაკონი „ტოცილიზუმაბი“ შემოვიდა
ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც დავიწყეთ „ტოცილიზუმაბის“ ფართოდ გამოყენება მსოფლიოში. ახლა ყველამ ისწავლა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან კარგია და სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გაიზარდა მოხმარება, მთელს მსოფლიოში დეფიციტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში „ტოცილიზუმაბი“ შემოტანილია, თუმცა მარაგი მალე ამოიწურება.
„ტოცილიზუმაბზე“ დეფიციტი შეიქმნა ორი მიზეზით. ერთი – როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვხმარობიდით ამ მედიკამენტს დიდი წარმატებით და მოვუწოდებდით ყველას რომ გამოეყენებინათ, ჩვენი ოპონენტები, ვისაც დღეს უხარია, რომ ბევრი შემთხვევა, ბევრი გარდაცვალებაა, სასტიკად გვაკრიტიკებდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ ექსპერიმენტებს ვატარებთ ადამიანებზე, რომ ეს მედიკამენტი არ იყო ეფექტური, რომ ის ჯერ არ იყო აღიარებული მსოფლიოს მიერ და მოუწოდებდნენ კლინიკებს, არ გამოეყენებინათ. ამიტომ, ბევრი კლინიკა მათი გავლენის ქვეშ მოექცა და მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სულ 7-8 კლინიკა იყენებდა ამ „ტოცილიზუმაბს“ წარმატებით. ბევრი ავადმყოფი გადავარჩინეთ, შემდეგ მოვახერხეთ დარწმუნება ამ კლინიკების, მათ შეხედეს, რომ რეალურად „ტოცილიზუმაბს“ ვინც იკეთებდა, გადარჩნენ. 24 პროცენტით გაიზარდა გადარჩენა და ერთბაშად ნახტომისებურად, როგორც საქართველოს გვჩვევია, უცებ ყველამ გადაწყვიტა, რომ დაეწყო ამის ხმარება. ბუნებრივია, მარაგი გათვლილი იყო იმ მომარაგებაზე, რომელიც გათვლილი იყო მოხმარებაზე. შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ უცებ ყველა კლინიკა ჯადოსნური ჯოხის აქნევის სცენარით დაიწყებდა მის მოხმარებას, ამიტომ შეიქმნა დეფიციტი. მეორე – მსოფლიოში ამ მედიკამენტის დეფიციტია. მსოფლიოშიც ბევრმა არ იცოდა, რომ ეს მედიკამენტია კარგია, ჩვენ ერთ-ერთი პიონერები ვიყავით, ვინც ავუღეთ ალღო, რომ ეს მედიკამენტი იქნებოდა გადამრჩენი.
ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც დავიწყეთ ამ მედიკამენტის ფართოდ გამოყენება მსოფლიოში. ახლა ყველამ ისწავლა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან კარგია და სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გაიზარდა მოხმარება. ერთადერთი კომპანია აწარმოებს ამ მედიკამენტს და ის არ აღმოჩნდა მზად, რომ უცებ გაეზარდა წარმოება. მთელ მსოფლიოში დეფიციტია, საქართველოში შედარებით ნაკლები დეფიციტია, ვიდრე სხვაგან. ახლა შემოვიდა, მაგრამ ეს გაიხარჯება ისევ ჩქარა და მერე რამდენად მოხდება ამის შევსება, ეს დამოკიდებულია საქართველოში „როშის“ წარმომადგენლობის და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურ ქმედებებზე, რომ როგორმე მსოფლიო დეფიციტის პირობებში მოახერხონ საქართველოში შემოტანა ისევ. მე რამდენადაც ვიცი 500 ფლაკონი შემოვიდა“, – განაცხადა ცერცავაძემ.