თენგიზ ცერცვაძე - საუბარია საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზე, „ასტრაზენეკასი“ და ერთ-ერთი ჩინურის, რომლის რეიტინგიც მსოფლიოში საკმაოდ მაღალია
თენგიზ ცერცვაძე - საუბარია საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზე, „ასტრაზენეკასი“ და ერთ-ერთი ჩინურის, რომლის რეიტინგიც მსოფლიოში საკმაოდ მაღალია

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი ჩინური ვაქცინაა.

როგორც ცერცვაძემ „ფორმულას“ განუცხადა, მსოფლიოში ჩინურ ვაქცინას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.

„ლაპარაკია ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან – „ასტრაზენეკასი“ და ერთ-ერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები.

სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ. იმასაც ამბობენ, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია, ვაქცინაზე მუშაობდნენ. ასე რომ, ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.