თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს
საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს – 98.7 პროცენტი, ხოლო შიდსით ავადმყოფებში განკურნების მაჩვენებლი 95.6 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აივ შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კონფერენციის „C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მიკროელიმინაციები ცალკეულ ფოკუს ჯგუფებში.
„შედეგები ჯერ კარგია. თუ C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებლები მსოფლიოში სარეკორდო გვაქვს – 98.7%, შიდსით ავადმყოფებში ეს შედარებით დაბალია, მაგრამ 95,6 % შიდსიანებისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. შიდსიანები უნდა გამოვავლინოთ და ყველა მათგანში С ჰეპატიტი განვკურნოთ. ეს არის ამ პროგრამის მიზანი“, – განაცხადა თენგის ცერცვაძემ.
კონფერენციაში დარგის სპეციალისტებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. ორგანიზატორების თქმით, კონფერენცია ხელს შეუწყობს აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის დარგების შემდგომ განვითარებას. ასევე მათი თქმით, მსგავსი შეხვედრები დაეხმარება ელიმინაციის სამიზნეების მიღწევას, როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად დასავლეთ ევროპის რეგიონში.
კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.