თენგიზ ცერცვაძე - რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, რადგან ასაკი და თანმხლები დაავადებები აქვთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, ვინაიდან მათ თანმხლები დაავადებები აქვთ.
„ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, რამდენიმე არის პრობლემური, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და თანმხლები დაავადებები. მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა ან ასთმა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის პნევმონია 11 პაციენტს აღენიშნება.
„მათგან ნაწილის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია. არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არა, მაგრამ, საბედნიეროდ, მსუბუქია და დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომლების გამოჯანმრთელებასაც უკვე ელოდებიან, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი გვიან ღამით ეცოდინებათ.
„გამოჯანმრთელების კანდიდატი ვინც იყო, მათი გამოკვლევის მასალა აღებულია და გაგზავნილია ლუგარის ცენტრში. პასუხი იქნება გვიან ღამით“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.