თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში არ არის უკონტროლო, კორონავირუსის მეოთხეული გადაცემა, როცა ინფიცირებულმა არ იცის, ვისგან დაავადდა
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში არ არის უკონტროლო, კორონავირუსის მეოთხეული გადაცემა, როცა ინფიცირებულმა არ იცის, ვისგან დაავადდა

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის მეოთხეული გადაცემა არ ფიქსირდება.

კერძოდ, ცერცვაძის განმარტებით, არ ხდება უკონტროლო, მეოთხე რიგის გადაცემა, როცა დაინფიცირებულმა პირმა არ იცის, ვისგან დაავადდა.

„ამაზე იყო მსჯელობა, დღეს ექსპერტები ვმსჯელობდით, ზოგი თვლის, რომ შეიძლება დავარქვათ, მაგრამ მკაცრი კრიტერიუმებით არ არის. შიგნით გადაცემა დაფიქსირდა, მე სხვა რამეს ვგულისხმობ, არ არის უკონტროლო, ანუ მეოთხე რიგის გადაცემა.

შიდა გადაცემა, რა თქმა უნდა, არის, როდესაც უცხოეთში დაინფიციორებული პირი ჩამოვიდა, გადასცა საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს მოქალაქემ გადასცა საქართველოს სხვა მოქალაქეს, ასეთი არის, მაგრამ მეოთხეული გადაცემა, რომლის შემდეგაც დაინფიცირებულმა პირმა არ იცის, ვისგან დაინფიცირდა, ეს არის თვისობრივად სხვა ეტაპი ეპიდემიის გავრცელების დინამიკის“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.