თენგიზ ცერცვაძე - მიჭირს ემოციების შეკავება, რადგან გადმომცეს საპატიო თბილისელის ჯილდო, განსაკუთრებით მიხარია, რომ ჯილდოს მიღება მომიწია დღეს, როცა ჩვენი საყვარელი ქალაქი ივსება ახალი სიცოცხლით, ახალი ფერებით
მიჭირს ემოციების შეკავება, რადგან გადმომცეს საპატიო თბილისელის ჯილდო, განსაკუთრებით მიხარია, რომ ჯილდოს მიღება მომიწია დღეს, როცა ჩვენი საყვარელი ქალაქი ივსება ახალი სიცოცხლით, ახალი ფერებით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა ღონისძიების დასრულების შემდეგ, რომელზეც ის თბილისის საპატიო მოქალაქედ მის რამდენიმე კოლეგასთან ერთად დაასახელეს.
„მიჭირს ემოციების შეკავება, რადგან დღეს გადმომცეს საპატიო თბილისელის ჯილდო. ეს არის ყველაზე საპატიო ჯილდო, რაზეც ქართველ ხალხს შეუძლია, იოცნებოს. გარდა დიდი პატივისა, ამ ჯილდოს მიღება არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს გაცნობიერებული მაქვს. ეს არის ძალიან მაღალი თამასა, ძალიან მაღალი ორიენტირი, რომელზეც მომავალში მოგვიწევს სწორება და ეს ადვილი არ იქნება.
განსაკუთრებით მიხარია, რომ ჯილდოს მიღება მომიწია დღეს, როცა ჩვენი საყვარელი ქალაქი, ჩვენი თბილისი ივსება ახალი სიცოცხლით, ახალი ფერებით.
დღეს იყო იმ ჯგუფის დაჯილდოება, ვინც ვდგავართ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა. საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილს და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭათ.