საპატიო თბილისელების დაჯილდოება [ფოტო]
საპატიო თბილისელების დაჯილდოება [ფოტო]

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა.

საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილს და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭათ. მათ შორის არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, მარინა ენდელაძე, თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, ლევან გოფოძე, ლევან რატიანი, ელზა ვაშაკიძე, დავით გადელია.

საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელს მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი  სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და Georgian Six. წლევანდელი თბილისობა მთლიანად უნდა მიძღვნოდა დიდ მაესტროს, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.

დატოვე კომენტარი