თენგიზ ცერცვაძე - დიდი მადლობა ამირან გამყრელიძეს ყველაფრისთვის და საუკეთესო სურვილები მომავლისთვის
თენგიზ ცერცვაძე - დიდი მადლობა ამირან გამყრელიძეს ყველაფრისთვის და საუკეთესო სურვილები მომავლისთვის

დიდი მადლობა ამირან გამყრელიძეს ყველაფრისთვის და საუკეთესო სურვილები მომავლისთვის, – აღნიშნავს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

ცერცვაძე წერს, რომ ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა, გამორჩეული პიროვნული ღირსებებით.

„ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება. ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები. ის თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად არის დიდი და ტრადიციული ქართული ოჯახის ბურჯი. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა. დიდი მადლობა ამირან ყველაფრისთვის და საუკეთესო სურვილები მომავლისთვის!“ – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს.