თენგიზ ცერცვაძე - დიდი ალბათობაა, რომ საქართველო დიდი ქვეყნების შემდეგ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი „ოქსფირდის“ უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ ერთობლივი წარმოების ვაქცინაა.
მისივე თქმით, დიდი ალბათობაა, რომ საქართველო დიდი ქვეყნების შემდეგ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს.
„პფაიზერი“ და „მოდერნა“ არის პირველი და მეორე, რომელმაც სხვებს დაასწრეს და დადეს მაღალი ხარისხის ვაქცინა მსოფლიო ბაზარზე. მესამე ვაქცინა, რომელიც მოდის რიგით, ეს არის ინგლისის „ოქსფირდის“ უნივერსიტეტის და ფირმა „ასტრაზენეკას“ ერთობლივი წარმოების ვაქცინა. არ ვიცი, რომელი ვაქცინის შემოტანა მოხერხდება, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი სწირედ ეს მესამეა. თავისი ხარისხით არ ჩამორჩება იმ ორს, 90-95 პროცენტი აქვს ეფექტი და არ საჭიროებს 80 გრადისუზე და 20 გრადუსზე შენახვას.
საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი მაცივრები, რომელიც 80 გრადუსს იძლევა, განსაკუთრებით რაიონებში. ყველა შემთხვევაში, საქართველო მიიღებს კარგ ვაქცინას. აქ არის ძალიან სერიოზული განსხვავება. ეს არის ინდოეთის, ჩინეთის და მსგავსი ქვეყნების თვითშემოქმედება, რომელიც ნაკლებად სანდოა, ჩინეთი კი არის სანდო, კორონავირუსი იქედან წამოვიდა და ძალიან დიდი ცოდნა აქვთ, ინდოეთი ნაკლებად, და არ გაუვლია ის სტანდარტები, კონტროლი და კვლევა, რაც გაიარა „პფაიზერმა“ და „მოდერნამ“, თუ ეს არის ლიცენზირებული ვაქცინა. მაგალითად, იგივე, „პფაიზერს“ „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ შეუძლიათ, მისცენ ლიცენზია ინდოეთს, ანუ ის იქნება კოპიო იმ ამერიკული, გერმანული და ინგლისური ვაქცინისა, ოღონდ წარმოებული იქნება ინდოეთის ქარხანაში, როგორც ძალიან ბევრი პროდუქტი: მაცივრები, ავტომანქანები, ტელევიზორები. თუ ასეთი ვაქცინაა ლიცენზირებული, მაშინ ეფექტი იქნება იგივე, მაგრამ თუ ეს არ არის ლიცენზირებული და თვითშემოქმედებით არის შექმნილი, არ გაუვლია ის კონტროლი, მაშინ სანდო არ არის და იმას არ შემოიტანენ.
არის დიდი ალბათობა იმისა, რომ დიდი ქვეყნების შემდეგ, საქართველო გახდეს ერთ-ერთი პორველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ვაქცინას, ეს იქნება დაახლოებით თებერვალ-მარტში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.