თემურ ჭკუასელი  - ვაპირებ, დავტოვო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო, მე დეპუტატი ვარ და ხალხთან უნდა მქონდეს ურთიერთობა
თემურ ჭკუასელი  - ვაპირებ, დავტოვო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო, მე დეპუტატი ვარ და ხალხთან უნდა მქონდეს ურთიერთობა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრთა რაოდენობა შემცირდება და საბჭო 13-დან 15-მდე წევრით დაკომპლექტდება.

საბჭოს დატოვებას აპირებს მისი წევრი თემურ ჭკუასელი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მე ვაპირებ დავტოვო პოლიტიკური საბჭო, პრობლემა არ არის, თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის. დაახლოებით ვიცი, რომ პოლიტიკურ საბჭოში იქნებიან პარტიის წევრები, მაგრამ არა დეპუტატები და არა მინისტრები.  პოლიტსაბჭოს ეხება მხოლოდ პარტიის საკითხები. პარლამენტარს გაცილებით მეტი საქმე აქვს. მე დეპუტატი ვარ და ხალხთან უნდა მქონდეს ურთიერთობა. გადახალისება სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის პოლიტიკურ საბჭოს“, – განაცხადა ჭკუასელმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; აღამასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე;  „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.