თემურ ჩხეიძის სპექტაკლის „თარგმანები“ პრემიერა 23 მაისს გაიმართება
თემურ ჩხეიძის სპექტაკლის „თარგმანები“ პრემიერა 23 მაისს გაიმართება

თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში 23 მაისს რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლის „თარგმანები“ პრემიერა გაიმართება.

სცენოგრაფიას საფუძვლად უდევს თანამედროვე ირლანდიური თეატრის კლასიკოსის, ბრაიან ფრილის იგივე სახელწოდების ნაწარმოები.

„თარგმანები“ 1980 წელს გამოვიდა და იგი ერთ-ერთი ცნობილი პიესაა მსოფლიოში. პიესა ქართულად დავით გაბუნიამ თარგმნა და ამისათვის „თუმანიშვილის ოქროს ვაშლი“ დაიმსახურა.

სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა დუბლინში შედგა.

„თარგმანების“ ქართულ პრემიერაში მთავარ როლებს შეასრულებენ მსახიობები ბექა ხაჩიძე, ნატალია გაბისონია, ანამარია გურგენიშვილი, ალექსანდრე მახარობლიშვილი, ანასტასია ჭანტურია, ლევან სარალიძე, სოფიო ზერაგია, ლიკა მაისურაძე, დავით ხურცილავა, გიორგი რაზმაძე, ვარლამ კორშია, ივა ქიმერიძე შეასრულებენ.