თემურ ჩხეიძეს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის ჯილდო გადასცა
თემურ ჩხეიძეს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის სპეციალურად დამზადებული ჯილდო გადასცა.
18 ნოემბერს, ქართული თეატრის გამორჩეულ წარმომადგენელს 75 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორთან შეხვედრა გაიმართა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სცენაზე ერთმანეთს მისი მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები ენაცვლებოდნენ.
ჯილდო თემურ ჩხეიძეს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორმა გადასცა.
თბილისის თეატრებს შორის მოზარდ მაყურებელთა თეატრი პირველი თეატრი იყო, რომელშიც თემურ ჩხეიძემ 1967-1970 წლებში არაერთი სპექტაკლი დადგა. მათ შორის პირველი ნამუშევარი იყო „რომეო და ჯულიეტა წყვდიადში“.