მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში „პრომეთეს ჯილდო“ გადასცეს
მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში „პრომეთეს ჯილდო“ გადასცეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო“ გადასცეს.

როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები აცხადებენ, სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ჯილდო.

დაჯილდოების ცერემონია პოლონეთში გაიმართა და მასში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც მონაწილეობდა.

მიხეილ სააკაშვილის ჯილდო მის დედას, გიული ალასანიას გადაეცა.