თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის რამდენიმე წევრი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც არიან.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ბავშვები იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენი ოჯახის წევრები კი მე-5 საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
მე-5 კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმი- რეანიმატოლოგის, ია დათუნაშვილის ინფორმაციით, სამი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“სასწრაფოს მიერ შემოყვანილია სამი ადამიანი, ორი ქალი და ერთი კაცი, დიაგნოზით ნახშირჟანგის ტოქსიური ეფექტი. პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო გამოკლევები – დეტოქსიკაცია. ამ ეტაპისთვის ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა ერთი ოჯახის წევრია”, – განაცხადა ექიმმა.