თემქაზე ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული ექვსივე ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თემქაზე ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული ექვსივე ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში უკვე გაწერეს.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პრეტენზია არც ერთი უწყების მიმართ არ აქვთ, რადგან შემთხვევის მიზეზი გაზის გამათბობლის ექსპლუატაციის ვადის გასვლას ასახელებენ.
ამ დროისთვის მარვენაშვილების ოჯახი გაზის მილებსა და გამათბობელს ახლით ცვლიან.
„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, თბილისში ექვსი ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი გახდა.
თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში წუხელ CO-თი (ბუნებრივი აირის ნამწვი) ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა.