თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
თბილისში, პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა. ის 20 წლის გახდებოდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად მოხდეს გამოძიება და დაისაჯონ მათი შვილების მკვლელები და მკვლელებზე ხელის დამფარებლები.
რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან პანკისის ხეობიდან ჩამოსული მოქალქეებიც.
საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლები ცოტა ხნის წინ დაიწყო. მაჩალიკაშვილისა და სარალიძის განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.