ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები მეორე კვარტალში 2%-მდეა გაზრდილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის II კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 2%-მდეა გაზრდილი.
მათვე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავალები 309,048 ლარით გაიზარდა, რაც 1.7%-ს შეადგენს.
კომისიამ მაუწყებლების შემოსავლების 2018 წლის II კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა შემოსავლებთან ერთად რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს მოიცავს.