კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაური აირჩიეს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაური აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაურის კანდიდატურას 78 ხმით დაუჭირა მხარი.

დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით აირჩიეს. შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე პარლამენტში სამი კანდიდატი იყო წარდგენილი – ივანე მახარაძის, მარიამ სულაბერიძისა და კახა ბექაურის.

კახა ბექაურის კანდიდატურას 78 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო; ივანე მახარაძის კანდიდატურას 31 დეპუტატი ემხრობოდა, შვიდი კი წინააღმდეგი იყო, ხოლო მარიამ სულაბერიძის კანდიდატურას 25-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.