ტელემარათონის ფარგლებში უკრაინელი ხალხისადმი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა აჩვენეს
ტელემარათონის ფარგლებში უკრაინელი ხალხისადმი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა აჩვენეს

საერთაშორისო ტელემარათონის „გადავარჩინოთ უკრაინა“ ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვაც აჩვენეს.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს ქართველი ხალხის სახელით მხარდაჭერას უცხადებს და მათ სიმამაცეზე საუბრობს.

„ქართველები ძალიან აქტიურად გიჭერთ მხარს, ვართ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, თუ რამდენად მამაცნი ხართ. უკვე 29 დღეა, თქვენ აღუდექით რუსულ აგრესიას და უკვე 29-ჯერ გაიმარჯვეთ რუსეთის წინააღმდეგ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში.

უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონი „გადავარჩინოთ უკრაინა“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირდაპირ ეთერში გადაიცემა.