უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონი „გადავარჩინოთ უკრაინა“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 27 მარტს 19:30 საათზე გადაიცემა

უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონი „გადავარჩინოთ უკრაინა“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 27 მარტს, თბილისის დროით 19:30 საათზე გადაიცემა.

ტელემარათონი, რომელიც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით იმართება, ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის მაუწყებლების პირდაპირ ეთერში გავა, მათ შორის საქართველოს პირველ არხზე. ლაივსტრიმი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ პლატფორმებზე მსოფლიოს მასშტაბით, როგორც იუთუბ არხებზე, ასევე ინსტაგრამზე.

ტელემარათონის „გადავარჩინოთ უკრაინა“ საშუალებით შეგროვებული მატერიალური რესურსი უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.

სოლიდარობის მარათონში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები და ბენდები: Imagine Dragons, Nothing But Thieves, Fatboy Slim, Craig David, ევროვიზიის გამარჯვებულები Salvador Sobral  და Netta.  საქართველოდან ტელემარათონში მუსიკოსი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი მებო ნუცუბიძე, მუსიკალური არტისტი ბეთხო და ანსამბლი „იალონი“ მიიღებენ მონაწილეობას. ასევე მოწვეული არიან Dakha Brakha, Ruslana, THE HARDKISS, Jamala, Go_A, MONATIK, Alyona Alyona და სხვები.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება ეკრანზე მითითებული საბანკო ანგარიშის საშუალებით, შესაბამის ვალუტაში.

UA

Bank: the National Bank of Ukraine

MFO 300001

Account number: UA823000010000032302338301027

EDRPOU 37567866

Recipient: Ministry of Social Policy of Ukraine

EUR

BENEFICIARY: Ministry of Social Policy of Ukraine

IBAN DE85500000000050002137

PURPOSE OF PAYMENT: for ac 32302338301027

BENEFICIARY BANK NAME: DEUTSCHE  BUNDESBANK, Frankfurt

BENEFICIARY BANK BIC: MARKDEFF

BENEFICIARY BANK ADDRESS: Wilhelm-Epstein-Strasse 14, 60431 Frankfurt Am Main, Germany

USD

BENEFICIARY: Ministry of Social Policy of Ukraine

BENEFICIARY BIC: NBUA UA UX

BENEFICIARY ADDRESS: 9 Instytutska St, Kyiv, 01601, Ukraine

ACCOUNT NUMBER: 400807238

BENEFICIARY BANK NAME: JP MORGAN CHASE BANK, New York

BENEFICIARY BANK BIC: CHASUS33

ABA 0210 0002 1

BENEFICIARY BANK ADDRESS: 383 Madison Avenue, New York, NY 10017, USA

PURPOSE OF PAYMENT: for ac 32302338301027

GBP

BENEFICIARY/RECIPIENT NAME: Ministry of Social Policy of Ukraine

ACCOUNT NUMBER: 80033041

IBAN GB52CHAS60924280033041

BENEFICIARY ADDRESS: 9 Instytutska St, Kyiv, 01601, Ukraine

BENEFICIARY BANK NAME: JP MORGAN CHASE BANK NA, London

BENEFICIARY BANK BIC: CHASGB2L

SORT CODE: 60-92-42

BENEFICIARY BANK ADDRESS: 125 London Wall, London EC2Y 5AJ, UK

REFERENCE FOR CREDITING ACCOUNT: 32302338301027

JPY

BENEFICIARY: Ministry of Social Policy of Ukraine

BENEFICIARY BIC: NBUA UA UX

BENEFICIARY ADDRESS: 9 Instytutska St, Kyiv, 01601, Ukraine

ACCOUNT NUMBER: 653-0430048

BENEFICIARY BANK NAME: MUFG BANK LTD, Tokyo

BENEFICIARY BANK BIC: BOTK JP JT

BENEFICIARY BANK ADDRESS: 1-2-3, Nihombashi HONGOKU-CHO, Chuo-ku, Tokyo 1003 -0021 Japan

PURPOSE OF PAYMENT: for ac 32302338301027

საქართველოს პირველმა არხმა, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, პირველ მარტს საქველმოქმედო მარათონი – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართა. საქველმოქმედო მარათონი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მაუწყებლების ინიციატივა იყო, რომელმაც სტარტი პოლონეთიდან აიღო.