„ტელეგრაფის“ ცნობით, ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელმა განახორციელა ტერაქტი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ უსაფრთხოების მიზნით არ გაახმაურა
ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელმა ტერაქტი განახორციელა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ უსაფრთხოების მიზნით არ გაახმაურა.
„ტელეგრაფის“ წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. პოლიციასთან საუბარში მან აღიარა, რომ ეს პალესტინის მხარდაჭერის მოტივით ჩაიდინა.
კონსერვატორების პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი იაინი სმიტი აცხადებს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, ჰქონდეს ინფორმაცია პოტენციური საფრთხეების შესახებ.
„ვფიქრობ, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რომ რაღაც მოხდა. მათ თუ აწუხებთ საზოგადოების რეაქცია, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, არის თუ არა მათი ქუჩები უსაფრთხო“, – ამბობს კონსერვატორების ყოფილი ლიდერი.
ასევე „ტელეგრაფის“ ინფორაციით, ლონდონში დღეს პალესტინის მხარდამჭერი აქციებია დაგეგმილი.