HBO-ს ეთერში შეურაცხყოფის გამო, ჩინეთში ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელი დაბლოკეს. ამის შესახებ South China Morning Post-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, გადაცემა Last Week Tonight-ის ეთერში ბრიტანელმა წამყვანმა ჯონ ოლივერმა ჩინეთის ტექნოლოგიურ პროგრესსა და პანდების შეჯვარებასთან დაკავშირებით შეურაცმყოფელი განცხადება გააკეთა. ჩინეთში HBO-ის დაბლოკვის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
ამჟამად აზიურ სახელმწიფოში რიგი ამერიკული სოციალური ქსელები და ვებგვერდებია დაბლოკილი. მათ შორის არის Google-ი, Youtube-ი, Twitter-ი, Facebook-ი, Instagram-ი. ასევე, რამდენიმე საერთაშორისო დონის ტელევიზია.