თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე სპორტულ სკოლასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ასევე ადგილზე იმყოფებიან პატრულის თანამშრომლები.
ამ ეტაპზე უცნობია, რისთვის ხდება სამართალდამცველების მობილიზება, რადგან არავინ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
ალაზნის გამზირზე თელავის მერის მოადგილე, ალექსანდრე საჩიშვილი მივიდა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შენობაში დაახლოებით 60-70 სპეცრაზმელია შესული.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე არა მარტო კახეთის სპეცრაზმი იმყოფება, არამედ სამართალდამცველები თბილისიდანაც არიან ჩასულები..