თელავში კვლავ სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული

19:18, 28.12.2017

თელავში ცოტა ხნის წინ სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. 50 ერთეულამდე პიკაპის ტიპის მანქანა ამჯერად ყოფილი ლეგიონის და ამჟამად ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის მე- 20 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიაზეა დისლოცირებული.

სპეცრაზმის მობილიზების მიზანი უცნობია. აღსანიშნავია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი თელავში ორი დღის წინაც გამოჩნდა ქალაქში, ერთ-ერთ სპორტულ სკოლასთან, თუმცა რამდენიმე საათში მათ დატოვეს ტერიტორია. ძალოვან უწყებებს თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

მსგავსი