თელავში მომხდარ ინციდენტზე თამარ ხულორდავა და სოფო ქაცარავა გამოიკითხნენ
თელავის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა, ლაშა ოსეფაშვილმა თელავში მომხდარ ინციდენტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამარ ხულორდავა და სოფო ქაცარავა გამოკითხა.
როგორც პირველ არხს ოსეფაშვილმა განუცხადა, ქონების დაზიანების ფაქტს იძიებს.
„მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. სხვა დეტალებზე პრესცენტრს მიმართეთ”, – აღნიშნა ოსეფაშვილმა.
პირველ ახრთან საუბარში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა კი აღნიშნავს, რომ გამომძიებელს მომხდარზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ყველანი გამაოგნებელ სიტუაციში მოვხვდით, რაც არასასიამოვნო იყო. ავტომობილი დაზიანდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ალყა შემოგვარტყეს. ადგილზე მცდელობა იყო პროვოცირების. იმის მოლოდინი არ იყო, რომ მანქანიდან ოთხი ქალი გადმოვიდოდა, რომან გოცირიძე იქვე ახლოს იდგა. ყველანაირი აგრესია მიუღებელია ისევე, როგორც ძალადობა. ფიზიკურად შეხება ვეღარ გაბედეს, მაგრამ მამაკაცი რომ ყოფილიყო, პოტენციურად შეიძლება ცუდი რაღაც მომხდარიყო”, – დასძინა ქაცარავამ.