თელავში მამაკაცს დენმა დაარტყა
თელავში მამაკაცს დენმა დაარტყა

თელავში, სასტუმრო „ინტურისტის“ დემონტაჟის სამუშაოებისას 40 წლამდე მამაკაცს დენმა დაარტყა. მან სახის არეში მძიმე დამწვრობა მიიღო.

წინასწარი ვერსიით, მამაკაცი სასტუმროში დამონტაჟებული მრიცხველიდან ელექტროენერგიის გამორთვას უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ცდილობდა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადყოფოში გადაიყვანა. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის გამო, მისი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.