თელავში ხანძარი ლოკალიზებულია
თელავში ხანძარი ლოკალიზებულია

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

თელავში ხანძარი რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლი გვერდით მდებარე სახლებსაც გადაედო.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სამედიცინო ბრიგადები და პოლიცია. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს.