თელავში, სამ საცხოვრებელ სახლში ხანძარია [ვიდეო]

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელ სახლში ხანძარია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი ჯერ ერთ სახლს სავარაუდოდ სახურავიდან გაუჩნდა, შემდეგ კი სხვა სახლებზეც გავრცელდა.

ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.