თელავში „ევროპული საქართველოს" საარჩევნო პლაკატებს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი სტიკერები გადააკრეს
თელავში „ევროპული საქართველოს” საარჩევნო პლაკატებს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები გადააკრეს.
ზოგიერთ ფოტოზე პუტინს „ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უჭირავს ხელში, რომელსაც ხელში უშიშროების ფედერაციის სამსახურის დროშა უკავია .
ერთ-ერთ პლაკატზე გამოსახულია ვლადიმერ პუტინი და წერია „მე ვირჩევ ვაშაძეს! შენ?“. ასევე პლაკატზე, სადაც გამოსახულია მიხეილ სააკაშვილი, მარიონეტებად გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე არიან გამოსახული.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,ევროპული საქართველოს ” ადგილობრივ ორგანიზაციაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.