თელავში „ევროპული საქართველოს” საარჩევნო პლაკატებს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი სტიკერები გადააკრეს

16:49, 14.11.2018

თელავში „ევროპული საქართველოს” საარჩევნო პლაკატებს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები გადააკრეს.

ზოგიერთ ფოტოზე პუტინს „ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უჭირავს ხელში, რომელსაც ხელში უშიშროების ფედერაციის სამსახურის დროშა უკავია .

ერთ-ერთ  პლაკატზე გამოსახულია ვლადიმერ პუტინი და წერია „მე ვირჩევ ვაშაძეს! შენ?“. ასევე პლაკატზე, სადაც გამოსახულია მიხეილ სააკაშვილი, მარიონეტებად გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე არიან გამოსახული.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,ევროპული საქართველოს ” ადგილობრივ ორგანიზაციაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

მსგავსი