თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია უტარდება.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.