თელავში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

15:29, 06.05.2019

თელავში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც პირველ არხს ემერჯენსის ხელმძღვანელმა მაია მრელაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა კაცს ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი