თელავში 900 წლოვანი ჭადრის ხეს გახმობის საფრთხე ემუქრება. ხის გადასარჩენად გასულ წელს სპეციალისტები გერმანიიდან ჩამოვიდნენ და დაზიანებული ნაწილები შეაჭრეს ,სპეციალური ხსნარებით დაამუშავეს, მაგრამ ჭადრის ხე ხმობას განაგრძობს. ამის შესახებ თელავის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჭადრის ხის ფესვთა სისტემას დროული და კვალიფიციური სპეციალისტების ჩარევით მკურნალობა ესაჭიროება.
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს 900 წლოვანი ჭადრის ხის რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი დაწყება.