თელავის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება, – ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების პარალელურად იქნა მიღებული.
შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, გამონაკლისის სახით, სასაფლაოს გახსნა მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვის მიზნით იქნება შესაძელებელი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებსა და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლას.