თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი „ოპელისა“ და „გოლფის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.