თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

23:08, 06.04.2020

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი „ოპელისა“ და „გოლფის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი