თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს.
შემთხვევა გვიან ღამით, ფერმაში, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული მწყემსია, რომელიც იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.