თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მკვლელობა მოხდა

11:44, 11.02.2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს.

შემთხვევა გვიან ღამით, ფერმაში, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული მწყემსია, რომელიც იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი